როგორ გადავიხადოთ პარკირების საფასური?!
პარკირების საფასური განისაზღვრება თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 31 იანვრის N 4 დადგენილებით და შეადგენს:
7 დღე - 8 ლარს;
182 დღე - 45 ლარს;
365 დღე - 80 ლარს;
ტაქსის პარკირება (30 დღე) - 30 ლარს;
სპეც ტექნიკის პარკირება (30 დღე) - 45 ლარი;
გადაიხადეთ პარკირების საფასური და გააჩერეთ ავტომობილი ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე, პარკირების ნებისმიერ ადგილას, 24 საათის განმავლობაში. პარკირების საფასურის გადახდა შესაძლებელია "თიბისი ბანკის", "საქართველოს ბანკის", "ლიბერთი ბანკის", "ბაზის ბანკის", "ვი-თი-ბი ბანკის", "პროკრედიტ ბანკის", "კორსანდარტ ბანკის", "ბანკი რესპუბლიკას" და "ტაო პრივატ ბანკის" ფილიალებში.
პარკირების საფასურის გადახდისას საჭიროა მიუთითოთ ავტომობილის სახელმწიფო სერია და ნომერი.



